Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას გულისხმობს.

 

მემორანდუმის მიზანია მხარეთა თანამშრომლობა  უმაღლესი განათლების მიმართულებით საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და  კვლევითი პროექტების, შემეცნებითი და სხვა მიზნობრივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

თარიღი: 19/02/2025